რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, არ გახდნენ გულგრილნი მსოფლიოში კონფლიქტების მიმართ და იმუშაონ მშვიდობისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 05 აპრილი 2026, 12:15

რომის პაპმა, ლეო XIV-მ სააღდგომო ლიტურგიაზე მოუწოდა მორწმუნეებს, არ გახდნენ გულგრილნი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ და იმუშაონ მშვიდობისთვის.

პონტიფიკოსის თქმით, უნდობლობასა და შიშს მიეცა საშუალება, „გაწყვიტოს ადამიანებს შორის არსებული კავშირები ომის, უსამართლობისა და ხალხების, ერების იზოლაციის გზით“.

„ნუ დავუშვებთ, რომ პარალიზებულნი ვიყოთ!“ – მოუწოდა პაპმა სააღდგომო ლიტურგიაზე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მორწმუნეებს.

პაპ ლეოს მსახურების დროს კონკრეტული კონფლიქტები არ უხსენებია.

ცნობისთვის, გასულ კვირას პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი არ მიიღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და „ხელები სისხლში აქვთ გასვრილი“. 31 მარტს პონტიფიკოსმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, მოძებნოს გამოსავალი ომის დასასრულებლად.

რომის პაპი 5 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო მესას ჩაატარებს და სპეციალური გზავნილით გამოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა - 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის
დონალდ ტრამპი - სამშაბათი იქნება ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად, გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ
დონალდ ტრამპი - ირანის მთების სიღრმიდან გადავარჩინეთ მძიმედ დაჭრილი და მართლაც მამაცი F-15-ის ოფიცერი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული სამხედროები
არქივი