მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 05 აპრილი 2026, 15:14

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.

„სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას და შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა ხალხში საოცარი გამონათება. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. ასეთი გამონათება, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულში. შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, სიყვარულის გრძნობაში. ეს არ იყო მხოლოდ ილია მეორის პიროვნების დაფასება, არამედ პირველყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებების ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა დაკრძალული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა - 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის
დონალდ ტრამპი - სამშაბათი იქნება ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად, გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ
არქივი