61
05 აპრილი 2026, 15:31
ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს. თავდაცვითმა ძალებმა იერიში მიიტანეს მახშახრაში ნავთობ-ქიმიურ ხარხანასა და ფოლადის საწარმოზე, სადაც რაკეტებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მასალები მზადდება.
„ცაჰალი“ 120 სამიზნეზე, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და მათ გაშვების ადგილებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იერიშების შესახებ იუწყება.
„ცაჰალის“ განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის მომზადება დაასრულა და იერიშების გასაახლებლად შტატებისგან საბოლოო თანხმობას ელოდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |