„სიენენი“ - კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მისია „Artemis II“-ის ფარგლებში მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 05 აპრილი 2026, 15:36

სიენენის“ ცნობით, კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს მისია „Artemis II“-ის ფარგლებში, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა. მისიის ხელმძღვანელის თქმით, როგორც ჩანს, წყალგამტარ მილში ყინული წარმოიქმნა. ამის გამო „ნასას“ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, კოსმოსური ხომალდი ისე შეეტრიალებინათ, რომ ეს არხი მზისკენ ყოფილიყო მიმართული და წარმოქმნილი ყინული ასე გაელღოთ.

სიენენის“ ინფორმაციით, დაგროვილი თხევადი ნარჩენების ნაწილის მოცილება შესაძლებელი გახდა მათი კოსმოსურ ვაკუუმში გაშვების გზით.

პრობლემის გამო „ორიონის“ ეკიპაჟს რეკომენდაცია მისცეს, ტუალეტი მხოლოდ მყარი ნარჩენებისთვის გამოიყენონ, ხოლო სითხის შესაგროვებლად სპეციალური კონტეინერები მოიხმარონ.

კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ 1 აპრილს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. ბორტზე იმყოფებიან „ნასას“  ასტრონავტები რიდ უაიზმანი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კუკი, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი.

ეკიპაჟი ათი დღის განმავლობაში მთვარეს შემოუვლის და დედამიწაზე დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა - 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის
დონალდ ტრამპი - სამშაბათი იქნება ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად, გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ
არქივი