INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 05 აპრილი 2026, 16:43

ახალი გამოკითხვის თანახმად, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ამჟამად ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა.

კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერა ამჟამად 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა.

კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) მხარდაჭერა 1%-ით შემცირდა და 25%-ს გაუტოლდა, ხოლო მისი კოალიციური პარტნიორი - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 13%-ზეა.

სხვა ოპოზიციური პარტიების, „მწვანეებისა“ და „მემარცხენეების“ მაჩვენებლები უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12%-სა და 11%-ს შეადგენს.

ამჟამად AfD სიდიდით მეორე პარტიაა გერმანიის პარლამენტში. Deutsche Welle წერს, რომ პარტია წარმატებით იყენებს საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური სტაგნაცია, სამუშაო ადგილების მზარდი შემცირება სამრეწველო სექტორში და ენერგიის მაღალი ფასები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა - 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის
დონალდ ტრამპი - სამშაბათი იქნება ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად, გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ
არქივი