რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 05 აპრილი 2026, 16:44

კათოლიკური ეკლესიის პონტიფექსის რანგში თავისი პირველი სააღდგომო მესის ჩატარებისას, რომის პაპმა ლევ XIV-მ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

„ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შეუძლია - აირჩიოს მშვიდობა!“ - განაცხადა რომის პაპმა, როდესაც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მორწმუნეებს ტრადიციული სააღდგომო ქადაგებით მიმართა.

მან აღნიშნა, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს არა ძალით, არამედ დიალოგით. ქადაგებას მოედანზე შეკრებილი დაახლოებით 50 000 მორწმუნე უსმენდა.

პონტიფექსის თქმით, ადამიანები ეჩვევიან ძალადობას, ეგუებიან მას და გულგრილნი ხდებიან ათასობით ადამიანის სიკვდილის, ასევე იმ სიძულვილისა და განხეთქილების მიმართ, რომლებსაც კონფლიქტები თესავს. „ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ გულგრილობა! და ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ბოროტებას!“ - განაცხადა პაპმა.

ამასთან, ის მორწმუნეებს 10 ენაზე მიესალმა, მათ შორის არაბულად, ჩინურად და ლათინურად, რითაც აღადგინა პრაქტიკა, რომელზეც მისმა წინამორბედმა, ფრანცისკემ უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა - 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის
დონალდ ტრამპი - სამშაბათი იქნება ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად, გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ
არქივი