68
05 აპრილი 2026, 16:49
რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.
„მოდით, გავაგონოთ მშვიდობისთვის აღმართული ვედრება, რომელიც გულიდან მოდის. სწორედ ამიტომ, ყველას გიწვევთ, შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის, რომელსაც მომავალ შაბათს, 11 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე გავმართავთ. ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ მტრობის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილითა და გულგრილობით აღსავსე სამყაროს, რომელიც გვაიძულებს, ბოროტების წინაშე უძლურებად ვიგრძნოთ თავი“, – აღნიშნა ლეო XIV-მ.
ცნობისთვის, ლეო XIV-მ სააღდგომო მესა პირველად ჩაატარა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |