დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 აპრილი 2026, 21:29

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო.

„სხვა ქვეყნის მაგალითები მომიყვანა, რომ მომხდარა ისე, რომ ანდერძი დაიკარგა კიდევაც და თქვა, რომ ახლა აღარაფერი დაიკარგებაო, გავაცხადე, ჩემი ხელით დავწერე და საზოგადოებას ვაცნობე ამის შესახებო. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მან ეს როდესაც განაცხადა თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი იყო ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტის დაკავშირება მოსაყდრის გამორჩევასთან, თუმცა ჩვენ არაერთი მოწმობა გვაქვს ხალხის, გვიყვებიან, პატრიარქი ჯერ კიდევ ციანიდის საქმემდე როგორ მსჯელობდა მათთან, რომ აპირებდა გადადგომას და მეუფე შიოსთვის ხელის მომართვას, რომ პატრიარქი გამხდარიყო ის. მე თავად ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტს. საპატრიარქოში რომ მოვიდა მას შემდეგ იმ ადამიანების რიგებში ვიყავი, ვინც მას მასპინძლობდა. სრულად ვესწრებოდი შეხვედრას საპატრიარქოში, მსგავსი არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ
დონალდ ტრამპი - ირანი სწრაფად თუ არ დათანხმდება შეთანხმებას, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას ვფიქრობ
ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ტრამპი ირანის ხელისუფლებას: გახსენით ეს დედანატირები სრუტე, გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - დიდება ალაჰს
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
არქივი