დავით ქართველიშვილი: თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს და ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 05 აპრილი 2026, 23:52

თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს, ის ანგრევს ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის, რაც თვალნათელია ჩვენთვის და ეს ყველაფერი შედის რუსეთის ინტერესებში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არ არის ბოლო სკანდალი მარტა კოსთან დაკავშირებული.

„სულ რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა ყოფილმა პროკურორებმა ახალი სკანდალი გამოაგორეს დღის წესრიგში, მის ძმასთან დრაგო კოსთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ სწორედ თანამდებობაზე მარტა კოსის დანიშვნის შემდეგ ის დაწინაურდა გარკვეულ ევროპულ სტრუქტურებში და დღეს ერთ-ერთი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებიდან შედის ყველა იმ კომისიაში, რომელიც უკრაინაში ხან მოსამართლეებს ნიშნავს და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს კანდიდატი გაიყვანეს ხელმძღვანელად - სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერდა დრაგო კოსი და როგორც უკრაინელი სპეციალისტები ამბობენ, ეს გააკეთა თავისი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობის სანაცვლოდ უკრაინის ბაზარზე.

ამის თაობაზე უკრაინულმა მედიამ დაწერა და შემდგომ გაავრცელა მოლდოვურმა მედიამაც. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელიც ირიბად შეიძლება, ამოტივტივდეს მარტა კოსის სახელთან, ვინაიდან მხოლოდ მისი დაიკოს თანამდებობრივი მდგომარეობით გააკეთა, თუ მართლა გააკეთა ეს ყველაფერი დრაგო კოსმა“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრმა ასევე ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია მარტა კოსი იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირს და საქართველოს შორის დიალოგსა და ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

„მარტა კოსი, არც მისი კოლეგა კაია კალასი, რომლის ქმარი არის რუსეთის ბიზნესმენი და რომელიც მილიონერი გახდა რუსეთში ავტო გადაზიდვების ბიზნესში ფაქტობრივი ჩართვით, რასა იუკნევიჩიენე, რომელიც იყო 80-იანი წლების „კგბ“-ს კონტროლირებადი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლიეტუვას პრეზიდენტი ნაუსედა, რომელიც 80-იან წლებში გახდა კომუნისტური პარტიის წევრი - ეს ადამიანები არიან ის მეხუთე კოლონა, რომელიც ფაქტობრივად შლის ევროკავშირს, შლის ყველა საინტეგრაციო პროცესებს უკრაინასა და ბრიუსელს შორის, თბილისსა და ბრიუსელს შორის. ეს ყველაფერი შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში და ეს არის სპეცსამსახურების მუშაობის ძალიან მკაფიო მაგალითი“, - განმარტა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ
დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო
ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს - თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები აშშ-ს ყველა ოჯახს ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება - არ შეცდეთ
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
დავით ქართველიშვილი: იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში
არქივი