დავით ქართველიშვილი: იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 05 აპრილი 2026, 23:54

იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე მარტა კოსის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ესეც დამაფიქრებელია. ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

კითხვაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, თუ ის კონკრეტული ძალების მძევალია, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ კოსი ევრობიუროკრატიის მესიჯბოქსით ესაუბრება არა საქართველოს ხალხს, არამედ მის უმცირესობას.

„მას აქვს კონკრეტული მესიჯბოქსი, რომელსაც შეიმუშავებს ევრობიუროკრატია და ამ ლოზუნგებითა და დეკლარაციებით ელაპარაკება არა საქართველოს ხელისუფლებას, არა საქართველოს ხალხს, არამედ იმ უმცირესობას, რომელსაც მიიჩნევს ვირტუალურ საქართველოდ და რომლის ცალკეული წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ მარტა კოსს, ბრიუსელს, ნიდერლანდებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, სანამ მარტა კოსი თავს არ გაიმართლებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ძალიან მძიმე ბრალდებებში, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, საქართველოს თითის ქნევით ელაპარაკოს.

„იმაზე მეტი სიმახინჯე და იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ესეც დამაფიქრებელია. ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - ეს ყველაფერი შედის მოსკოვის ინტერესებში“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ
დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო
ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს - თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები აშშ-ს ყველა ოჯახს ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება - არ შეცდეთ
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
დავით ქართველიშვილი: თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს და ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის
არქივი