ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს - თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები აშშ-ს ყველა ოჯახს ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება - არ შეცდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 06 აპრილი 2026, 00:57

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ“ მიჰყავს და გააფრთხილა, რომ რეგიონი შეიძლება „დაიწვას“.

მან უპასუხა დონალდ ტრამპის განახლებულ მუქარას, რომელიც ირანისთვის ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის ბოლო ვადას უკავშირდებოდა.

„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები შეერთებული შტატების ყველა ოჯახს ცოცხალ ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ ნეთანიაჰუს ბრძანებების შესრულებას დაჟინებით ცდილობთ“, - დაწერა ღალიბაფმა X-ზე ინგლისურენოვან პოსტში.

ის აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი "სახიფათო თამაშის დასრულებაა" .

"არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მოიგებთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ახალი ვადა დაუწესა.

"სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8:00 საათზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.

მანამდე ტრამპა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაემუქრა ირანს ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის დაბომბვის თაობაზე, თუ თეირანი არ გახსნის სრუტეს.

"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ
დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
დავით ქართველიშვილი: იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში
დავით ქართველიშვილი: თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს და ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის
არქივი