საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 06 აპრილი 2026, 15:42

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია, სადაც მას საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, მისმა მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, მათ შორის, „ქვის ხანა საქართველოში“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა.

ასევე, პირველმა ქალბატონებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე „არქეოლოგიური საგანძური“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე თარიღდება. გამოფენა ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს „აზერხალიჩის“ წარმოების ხუთი უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაქსოვი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
არქივი