მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 06 აპრილი 2026, 17:38

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამით თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამით თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
სოზარ სუბარი: 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამ გადაყრილი ნაგვის ზეწოლას ეკოლოგიასა და ბუნებაზე მინიმუმამდე დაიყვანდა
სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული
სოზარ სუბარი „შუა დერეფანზე: ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
არქივი