ტრამპი ირანის ნავთობზე: ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 07 აპრილი 2026, 00:35

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება - „ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის“.

„არჩევანი ჩემზე რომ იყოს, დიახ [ჩავიგდებდი ხელში], რადგან მე, პირველ რიგში, ბიზნესმენი ვარ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ირანის ომს ეხებოდა.

მან ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს დაეზუსტებინა დღის დასაწყისში გამოთქმული მოსაზრება ირანული ნავთობის მითვისების შესახებ - რაც, მისივე აღიარებით, შესაძლოა პოლიტიკურად რისკის შემცველი იყოს.

„ვენესუელას რაც შეეხება, როგორც იცით, ომი დაახლოებით 45 წუთში დასრულდა“, - განაცხადა ტრამპმა იანვრის ოპერაციაზე საუბრისას, რომლის მიზანიც ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავება იყო.

„ახლა ვენესუელას შესანიშნავი ხალხი მართავს, ძალიან კარგი ხალხი. ვგულისხმობ იმას, რომ ურთიერთობა კარგია, ჩვენ ვენესუელის პარტნიორები ვართ და ასობით მილიონი ბარელი [ნავთობი] წამოვიღეთ, ასობით მილიონი“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
სოზარ სუბარი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: სამწუხაროდ, ხელისუფლება ხშირად იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე
სუბარი: პირველი ტყვიის გავარდნის შემდეგ სამყარო იცვლება, სხვა რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. ომს მოაქვს სისხლი, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
დონალდ ტრამპი - ღმერთს არ მოსწონს ის, რაც ხდება. არც მე მომწონს ის, რაც ხდება
არქივი