Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 07 აპრილი 2026, 11:35

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ორდღიანი ვიზიტის დროს ვენსი ორბანთან პირისპირ შეხვედრას გამართავს და მის ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

„მოუთმენლად ველი შევხვდე ჩემს კარგ მეგობარს ვიქტორს, განვიხილავთ უამრავ საკითხს, რომელიც აშშ-უნგრეთის ურთიერთობებს ეხება“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში ასვლამდე და დასძინა, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ევროპა და უკრაინაც იქნება.

როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის მაღალი თანამდებობის მხრიდან ორბანის საჯარო მხარდაჭერის იშვიათი ჟესტი მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს დაეხმაროს მემარჯვენე ლიდერებს, როგორც ეს მოხდა არგენტინასა და იაპონიაში.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი