რუსული ნავთობის ფასი 13 წლის მაქსიმუმზე ავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 07 აპრილი 2026, 17:36
რუსული ნავთობის მარკა Urals-ის ფასი, ბალტიის პორტ პრიმორსკში დატვირთვისას, 2 აპრილის მდგომარეობით 116.05 დოლარს შეადგენდა ერთ ბარელზე, იტყობინება Bloomberg, Argus Media-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

ეს არის ნავთობის მაქსიმალური ფასი 2013 წლის შემდეგ, როდესაც ბარელი 113–115 დოლარი ღირდა, რაც Bloomberg-ის ინფოგრაფიკაშიც ჩანს.

Argus Media-ს მონაცემებით, შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში დატვირთვისას ფასი 114.45 დოლარამდე გაიზარდა ერთ ბარელზე.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება იმ საშუალო ფასს - 59 დოლარს ბარელზე, რაც რუსეთის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული მიმდინარე წლისთვის.

რუსული ნავთობის ფასები გაიზარდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადის.

ამასთან, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომის ფარგლებში ბოლო კვირებში აქტიურად უტევს რუსულ ნავთობინფრასტრუქტურას, ცდილობს ხელი შეუშალოს მოსკოვს, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: საერთაშორისო სამართლის თანახმად, მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულს წარმოადგენს
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს აშშ-ის მიერ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას
The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო
Euronews: როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში
არქივი