ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 08 აპრილი 2026, 09:44
ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე  გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ. 

შათირიშვილი წერილში საუბრობს იმ მიზეზზე რომლის გამოც დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას ვიქტორ ორბანს. 

„ბოლო დღეებში  ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ, როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს „დიპ სტეიტს“ უნგრეთში ორბანის მორიგ ჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში,“- ვკითხულობთ წერილში. 

შათირიშვილის განცხადებით, „დიპ სტეიტი“  ორ ძალას იყენებს ორბანის წინააღმდეგ, ერთი ეს არის მის დაქვემდებარებაში მყოფი ტრამპი, რომელიც მას მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო მეორე ეს არის ბრიუსელი, რომელიც  სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს ვიქტორ ორბანს. 

„საზოგადოების და მათ შორის, პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე „დიპ სტეიტის“ მიერ მართული ბრიუსელი უხეშად, ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს, უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში, 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს „პრორუსობაში“ ადანაშაულებს, რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო და ლავროვი საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერიც სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ „დიპ სტეიტის“ ორი ხელი, ტრამპი და ბრიუსელი - ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი