კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 08 აპრილი 2026, 19:14

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან
მოსამართლე - ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი