The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 08 აპრილი 2026, 19:40

ირანმა რეგიონულ შუამავლებს განუცხადა, რომ ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ამასთან, თეირანმა გააფრთხილა მხარეები, რომ შესაძლოა გადახედოს გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით - იტყობინებიან საკითხში ჩახედული პირები.

მათივე თქმით, ირანელმა შუამავლებმა ასევე გააჟღერეს გაფრთხილება, რომ თუ ისრაელი გააგრძელებს თავდასხმებს ლიბანსა და ირანზე, ისინი კვლავ განახორციელებენ იერიშებს რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის ისრაელზე.

აშშ და ირანი შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ორკვირიანი ზავის პერიოდში. ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მიუხედავად ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისა, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები გაგრძელდება.

ოთხშაბათს შუამავლები ცდილობდნენ ბოლო დეტალების დაზუსტებას, რათა ირანისა და აშშ-ის შეხვედრა უკვე პარასკევს შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან
მოსამართლე - ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი