11
08 აპრილი 2026, 20:08
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებული სამი არასრულწლოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო.
გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს - 14-14 წლით, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს მოიხდიან, ხოლო დემეტრე ჩიქოვანი - 6 წელსა და 9 თვეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |