პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 08 აპრილი 2026, 20:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს - გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.

„ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 29 სექტემბერს, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება თავდასხმის მიზნით, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს და ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ასევე, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში.

დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასვე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით. (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება)

სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილის და გიორგი რიკაძე სრულად ცნო დამნაშავეებად წარდგენილ ბრალდებაში და მათ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ და ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 6 წლით და 9 თვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან
მოსამართლე - ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული
არქივი