მოსამართლე - ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 08 აპრილი 2026, 20:51

ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია.

„საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის ცოცხალი და სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული. ბრალდებულებს რომ ეთქვათ ერთი სიტყვა, თუნდაც ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს. ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული. მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს „თვალებს უქაჩავდნენ“, მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ცოცხალი ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით. სასამართლო, რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება. სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში. არაერთი მოწმე გამოიკითხა. ყველამ თქვა, რომ არასოდეს შეშლია გიგა ავალიანს ქცევის წესი – იყო მითითებები, რომ ახალგაზრდა პედაგოგს რამე არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან. საქმის მასალებით ეს არ დგინდება“, – განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ათი წლითა და ექვსი თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰორუზის სრუტე კვლავ დაიკეტა: ისრაელმა კი ლიბანზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. ირანმა მეზობლებს შეუტია რა ხდება ორკვირიან ზავთან დაკავშირებით?
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი