11
08 აპრილი 2026, 23:52
ირანთან მოლაპარაკებებზე, რომელიც პაკისტანში გაიმართება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი გაემგზავრებიან. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას აგზავნის, რომელშიც შედიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ტრამპის მრჩეველი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
ლევიტის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 11 აპრილს დილით დაიწყება.
„მოუთმენლად ველოდებით ამ პირისპირ შეხვედრებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |