ისრაელის საელჩო: 9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე. თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 09 აპრილი 2026, 10:39

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.

„9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე.

თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს.

ისრაელის საელჩო საქართველოში პატივის მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს გმირულად იდგა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მათი თავგანწირვა განაგრძობს შთაგონებას და არასოდეს იქნება დავიწყებული", - წერს საელჩო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს
თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება პოლიტიკურად წაგებული სვლაა - ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, მთავარი აქტორი იყო და დღესაც ქრთველი ხალხია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
არქივი