სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 09 აპრილი 2026, 11:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე 1991 წელს დაბადებული ბ.ნ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.დ. დააკავა.

„სამართალდამცველებმა ბ.ნ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ხოლო ა.დ. კი საბაჟო გამშვები პუნქტ „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს
თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება პოლიტიკურად წაგებული სვლაა - ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, მთავარი აქტორი იყო და დღესაც ქრთველი ხალხია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
არქივი