მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 09 აპრილი 2026, 14:29

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში, - განაცხადა მეუფე შიომ პარლამენტის წინ ქადაგებისას.

მისი თქმით, „დღესაც დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერში უხვად არის ეს მუხტი, ეს სული, რაც ვნახეთ ჩვენ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში“.

„განსხვავებული იყო მათი ცხოვრება და მათი ღვაწლი, მათი აღსასრული, მაგრამ მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას. 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ გვქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება და უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო რაც მოგესურვება და რაც გინდა, არამედ ეს არის შეგეძლოს მართო შენი თავი, რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა“, - აღნიშნა მან.

ქადაგებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრევლებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად
არქივი