დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული ანდრია ჯაღმაიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 09 აპრილი 2026, 14:51

9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მემორიალთან 37 წლის წინ დაღუპულთა და ილია მეორის სულები მოიხსენიეს.

„დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები კვლავ განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე და ასევე წინ გვაქვს, აღდგომამდე კიდევ მსახურებები და მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ასე რომ მთავარი ყურადღება ამაზე გვაქვს ახლა ეკლესიას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში საპატრიარქოს კვლავ ექნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.

„ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ“, - აღნიშნა მან.

მან ასევე სააღდგომო ეპისტოლეზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წელს მას სავარაუდოდ მოსაყდრე შიო დაწერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
არქივი