დავით ქართველიშვილი: ვერცერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ, რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 აპრილი 2026, 14:53

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებზე. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აგენტები თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს „მონებს“ უწოდებენ და ამგვარად აწყობენ უზნეო პერფორმანსს:

„აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ, მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს“ - წერს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი პატივს მიაგებს იმ ადამიანების სულებს, რომელთაც არასდროს შეშლიათ სწორი მხარის არჩევა.

„აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ, მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს. ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ, რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის. მე ვიზიარებ მათი გამზრდელების ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას, რომელიც ადრე თუ გვიან მათ ეწვევა. ეწვევა იმ გარდაუვალ კოშმარულ აღიარებასთან ერთად, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველობის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის რგოლები პერიოდულად სუსტდებოდა, მერე კვლავ მტკიცდებოდა უფალსა და სამშობლოსა მას შინა, დღეს სწორედ მათსა და მათ შვილებსა ზედა გაწყდა.

თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია, ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება, მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; „ცხვრების“ მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ „თხების“, ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
არქივი