თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 09 აპრილი 2026, 16:26
რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველზე სცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და მაშინ ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც რუსულ ტანკებს წინ გადაეღობა. ჩიბურდანიძის თქმით, ამ ადამიანისთვის „მონას“ დაძახება და მისი 9 აპრილის მემორიალთან არშეშვება მიუღებელი ქმედებაა.


„ოპოზიცია ჩვეული ამაზრზენი საქციელით აგრძელებს პროვოკაციებს და ცდილობს, არეულობის ეფექტი შექმნას საქართველოში. ამ აკაცუკებს ალბათ 9 აპრილი მხოლოდ ფურცლებზე აქვთ წაკითხული. ვინც იმ ქრონიკების თანამედროვეა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ არ გავიდოდა.

დღეს კი, რუსთაველის გამზირზე ცემეს პირი, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლობა გვაჩუქა, მონას ეძახდნენ და 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ — ეს მართლა მონები.

იციან კი საერთოდ ამ უსამშობლოებმა, რა დღეა 9 აპრილი? დარწმუნებული ვარ — არა. შეუძლებელია მათ გაიგონ იმ ბრძოლის ფასი, რასაც ჩემი თაობა შეეწირა და კიდევ მზად არის იგივე ბრძოლისთვის, თუკი ქვეყანას კვლავ დასჭირდება. ესენი კი უცხოეთიდან, მათი ბატონებისგან გამოგზავნილი ტექსტებით დაზუთხულები, აღმა-დაღმა დაეხეტებიან და ყველანაირად ცდილობენ, რით ავნონ ქვეყანას.

ქართულ საზოგადოებას მართლა აევსო ყველანაირი მოთმენის ფიალა. ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ყურება ჩვენთვის, როცა 9 აპრილის მონაწილეს მონას ეძახდნენ ისინი, ვინც დღესაც სხვის მონობაში მსახურობენ. დასაჯეთ ყველა, ვინც მსგავს ქმედებას სჩადის, სანამ თავად ხალხი დასჯის მათ. არ შეიძლება შემწყნარებლობა სამშობლოს მოღალატეებთან!“ — წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას
ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
არქივი