ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 09 აპრილი 2026, 17:32

ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად. ეს გვაგონებს ევროპარლამენტარების აბსურდულ რეზოლუციებს, სადაც ასევე წერია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამიტომ კნინდება მათი რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის თავლაში.

„ბატონი ფიშერისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, ის და ბატონი ჰერჩინსკი აგულიანებენ მუდმივ რეჟიმში რადიკალებს, პოზირებენ და ფოტოებს იღებენ ყველაზე ექსტრემისტ რადიკალ აქტივისტებთან მუდმივად და შემდეგ აქვეყნებენ თავანთ ტვიტერზე ამ ფოტოებს და წერენ, რომ თურმე ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები.

ბატონი ფიშერი როდესაც გაწვეული იყო კონსულტაციებზე და დაბრუნდა, მან ვერ მოითმინა და ორ დღეში მივიდა აქციაზე და იქაც ფოტო გადაიღო რადიკალ აქტივისტთან, რომელიც საპატრიარქოს გინებით არის ცნობილი. ეს მათი ხელწერაა, ირიბი თუ პირდაპირი წახალისება ძალადობის და რადიკალიზმის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ საქართველოში გერმანიის საელჩოს წერილობით, ოფიციალურად მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან
ნუკრი შოშიაშვილი გერმანიის ელჩის 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე: იმაზე იყო ცოტა გაღიზიანება, რომ პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს
ნუკრი შოშიაშვილი 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებზე: მუდმივი ცივ სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას
ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება
არქივი