ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული საინფორმაციო დაფის შესახებ გგანმარტებას აკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 09 აპრილი 2026, 20:14

ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული საინფორმაციო დაფის შესახებ განმარტებას აკეთებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე არ არის წარმოდგენილი ისტორიული მოვლენების აღწერა და მისი განთავსება არ ყოფილა შეთანხმებული მემორიალის ავტორთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას.

ახალი დაფა კონსტრუქციულად არ ეხება არსებულ მემორიალს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. შესაბამისად, ის არ ცვლის უკვე არსებულ კომპოზიციასა და კონცეფციას და არ საჭიროებდა მემორიალის ავტორთან დამატებით შეთანხმებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთის პრეზიდენტი: ტრამპმა ნატოს ავტორიტეტის შესარყევად იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინმა
ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით ევაკუაციის ბრძანება გასცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან
არქივი