ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი მოწადინებულია „შური იძიოს“ მოკლული მამის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 10 აპრილი 2026, 00:20

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი კვლავ მოწადინებულია „შური იძიოს“ მისი მოკლული მამისა და ომში დაღუპული ყველა ადამიანის გამო - ნათქვამია მის ახალ განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების შემდეგ გავრცელდა.

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას „ახალ ფაზაში“ გადაიყვანს.

მან მოუწოდა ირანის სამხრეთ მეზობლებს - სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს - სიფრთხილით მოეკიდონ „ეშმაკების ცრუ დაპირებებს“ და დასძინა, რომ მისი ქვეყანა კვლავ ელოდება მათგან „შესაბამის პასუხს“, რათა მათ მიმართ კეთილი ნება და ძმობა გამოიჩინოს.

მისივე თქმით, ირანი ომს არ ეძებდა, თუმცა საკუთარ უფლებებზე უარს არ იტყოდა, „და ამ თვალსაზრისით, ჩვენ მთლიან წინააღმდეგობის ფრონტს ერთიან მთლიანობად განვიხილავთ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა - „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“
კაია კალასი - ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ჩვენ არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება იქ, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა
ფრიდრიხ მერცი - არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს
ჩეხეთის პრეზიდენტი: ტრამპმა ნატოს ავტორიტეტის შესარყევად იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინმა
არქივი