Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 10 აპრილი 2026, 15:07
ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობის ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, - წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung, რომელიც აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა. ამ ვითარებაში კი, რუსეთს სურს, რომ ჩაერთოს, უფრო კონკრეტულად, Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე სასუქის მწარმოებელი ქვეყანა წარმოქმნილი დეფიციტის შევსებით გამოდის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის: სულ რამდენიმე თვის წინ, როგორც Berliner Zeitung იტყობინება, ფედერაციულმა რესპუბლიკამ დიდი რაოდენობით რუსული სასუქი შემოიტანა. თუმცა, 2025 წლის ივლისიდან, რუსეთიდან სასუქების იმპორტზე ევროკავშირის ტარიფები მოქმედებს - ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის ირიბი დაფინანსება. "თუმცა, გასულ შემოდგომაზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტარიფები შეიძლება გადაიდოს, თუ ფასები ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ეს დელიკატურ კითხვას ბადებს: შეუძლია თუ არა გერმანიას, ირანის კრიზისის გათვალისწინებით, კვლავ დაუბრუნდეს იაფ რუსულ სასუქს?" - წერს გამოცემა.

https://www.berliner-zeitung.de/wirtschaft-verantwortung/duenger-wird-knapp-kehrt-deutschland-zu-billigimporten-aus-russland-zurueck-li.10029243
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრაშ ლასლო: უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ოპონენტები გაიმარჯვებენ
მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია
გიორგი გამსახურდია: დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა - რომ არა მისი ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გაცილებით მეტი იქნებოდა, აღნიშნულიც აქვს, საქართველოს მეგობარი ვარ და არა - სააკაშვილისო
თამარ ჩიბურდანიძე: დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დასრულდება კი ეს ოდესმე?
ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
არქივი