ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 10 აპრილი 2026, 16:05

აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრაშ ლასლო: უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ოპონენტები გაიმარჯვებენ
მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია
გიორგი გამსახურდია: დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა - რომ არა მისი ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გაცილებით მეტი იქნებოდა, აღნიშნულიც აქვს, საქართველოს მეგობარი ვარ და არა - სააკაშვილისო
თამარ ჩიბურდანიძე: დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დასრულდება კი ეს ოდესმე?
ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
არქივი