გიორგი გამსახურდია: დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა - რომ არა მისი ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გაცილებით მეტი იქნებოდა, აღნიშნულიც აქვს, საქართველოს მეგობარი ვარ და არა - სააკაშვილისო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 10 აპრილი 2026, 18:33

დღეს დიდი კაცის, დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა. რომ არა ლეხის ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე წარმოდგენილია, - წერს გიორგი გამსახურდია.

მისი თქმით, ლეხ კაჩინსკი გამსახურდიასთან საუბარში აღნიშავდა, რომ ის საქართველოს მეგობარი იყო და არა მიხეილ სააკაშვილის, მეტიც, მას შეშლილად იხსენიებდა.

გამსახურდია მიიჩნევს, რომ სმოლენსკის ტრაგედია, რომელსაც ლეხ კაჩინსკისთან ერთად, მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო თუ სასულიერო ელიტის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, რუსული სპეცოპერაცია იყო.

„ჩემთანაც და ჩემ ძმასთან (კოკოსთან) საუბარში, აღნიშულიც აქვს ცხონებულს, რომ მე საქართველოს მეგობარი ვარ და არა სააკაშვილისო. უფრო მეტიც, შეშლილად იხსენიებდა საკაშვილს. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ სმოლენსკის ტრაგედია შემთხვევითი იყო და არა რუსული სპეცოპერაცია პოლონეთის წინააღმდეგ. ლეხთან და მარიასთან ერთად, დაიღუპნენ საუკეთესო პოლონელები, სხვდასხვა შეხედულების, მაგრამ თავიანთი ქვეყნის პატრიოტი ხალხი.

ხსოვნა იყოს ლეხისა და მარია კაჩინსკების, ასევე ყველა ბორტზე დაღუპულის. ქრისტე ღმერთმა ჩაიხუტოს მათი წამებული სულები“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრაშ ლასლო: უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ოპონენტები გაიმარჯვებენ
მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია
თამარ ჩიბურდანიძე: დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დასრულდება კი ეს ოდესმე?
ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
პიტერ სიიარტო: უნგრეთი საპარლამენტო არჩევნების პროცესში უცხოური დაზვერვის მხრიდან ხისტი, სასტიკი და აბსოლუტურად ღია ჩარევის მოწმეა
არქივი