Reuters-ის წყაროები: ხამენეი ჭრილობების შემდეგ აღდგენის პროცესშია და გონებრივი სიცხადე შენარჩუნებული აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 11 აპრილი 2026, 13:13
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, კვლავ აღდგენის პროცესშია. აშშ-სა და ისრაელის ავიადარტყმების შემდეგ მან სახისა და ფეხების მძიმე დაზიანებება მიიღო. 
ამის შესახებ Reuters-ს მის უახლოეს წრეში მყოფმა სამმა პირმა განუცხადა.

წყაროების თქმით, თეირანის ცენტრში უზენაესი ლიდერის რეზიდენციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხამენეის სახე დაზიანდა და მან ასევე მიიღო სერიოზული ტრავმები ერთ ან ორივე ფეხში.

მათივე ინფორმაციით, 56 წლის ხამენეის გონებრივი სიცხადე შენარჩუნებული აქვს. ის მონაწილეობს მაღალჩინოსნებთან შეხვედრებში აუდიოკონფერენციის საშუალებით და ჩართულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, აშშ-სთან მოლაპარაკებების საკითხში, რომელიც შაბათს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქში.

Reuters აღნიშნავს, რომ ხამენეის ადგილსამყოფელი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის მართვის უნარი კვლავ დიდწილად გაურკვეველია. ავიადარტყმისა და მისი ახალი უზენაესი ლიდერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ არც ერთი ფოტო, ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გამოქვეყნებულა.

ხამენეი-უმცროსი დაიჭრა 28 თებერვალს, ომის პირველ დღეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ მისი მეუღლე, სიძე და რძალიც. ირანის ხელისუფლებას მისი დაჭრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიამ მისი დანიშვნის შემდეგ გამოიყენა ტერმინი, რომელსაც ომში მძიმედ დაჭრილთა აღსანიშნავად იყენებენ.

13 მარტს პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, სახე დამახინჯებული აქვს“. ასევე, ამერიკული დაზვერვის შეფასებებს გაცნობილმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, ხამენეიმ ფეხი დაკარგა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი