62
11 აპრილი 2026, 14:23
წმინდა ცეცხლის ტრადიცია იწყება დაახლოებით IV საუკუნიდან, იმ დროიდან, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში ლეგალური გახდა.
პირველი წერილობითი ცნობები ამ მოვლენაზე სწორედ ამ პერიოდიდან გვხვდება.
ეს ხდება იერუსალიმში, უფლის საფლავის ტაძარში
უფრო ზუსტად კი ქრისტეს საფლავში - ედიკულეში.
ქრისტიანული რწმენით სწორედ ამ ადგილას იესო დაკრძალეს, შემდეგის აღდგა.
ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერა უკავშირდება ეგერიას - Egeria - ქრისტიან მომლოცველ ქალს, რომელიც
წმინდა მიწაზე IV საუკუნის ბოლოს - დაახლოებით 381–384 წლები - მოგზაურობდა.
ის აღწერს აღდგომის ცერემონიებს იერუსალიმში,
თუმცა ცეცხლის სასწაულზე პირდაპირი, დეტალური აღწერა მოგვიანებით უფრო მკაფიო ხდება.
უკვე IX საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ბერნარ მონახი. ის უკვე წერს, რომ აღდგომის წინა დღეს
საფლავში „ღვთიური ცეცხლი“ ჩნდება.
ჩნდება იდეა ცეცხლი ზეციური და ღვთიურია.
დიდ შაბათს, შუადღის შემდეგ, ტაძარში იკრიბება ათასობით მლოცველი.
მართლმადიდებელი პატრიარქი შედის ქრისტეს საფლავში (ედიკულეში), სადაც გარკვეული დროის შემდეგ, ტრადიციის მიხედვით,
სანთლები თავისთავად ინთება „ღვთიური ცეცხლით“.
შემდეგ ეს ცეცხლი გადაეცემა ხალხს და რამდენიმე წუთში მთელ ტაძარს ნათელი ავსებს.
მორწმუნეები მას წმინდად მიიჩნევენ და სხვადასხვა ქვეყნებში მიაქვთ.
ტრადიცია თითქმის უწყვეტად გრძელდება საუკუნეების განმავლობაში.
სხვადასხვა ეპოქაში - ომების, დაპირისპირებების დროსაც - რიტუალი მაინც ტარდებოდა.
არსებობს ცნობები, რომ ზოგჯერ ცეცხლი დაგვიანებით გამოჩნდა, რაც ხალხში დაძაბულობას იწვევდა
თუმცა, ოფიციალურად არ არსებობს ფართოდ აღიარებული შემთხვევა, როცა ცეცხლი საერთოდ არ გადმოსულა
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |