ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 11 აპრილი 2026, 14:26

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია უღონობას ასხივებს.

„არ შეიძლება, რომ ტყუილები ველაპარაკოთ ერთმანეთს. მეც ხომ ვიღებ, ვისმენ, ბევრ რამეს მეც არ ვეთანხმები, რას ლაპარაკობს ხალხი პოლიტიკოსებზე. მეც ხომ შეიძლება, როგორც ხალხზე არა, როგორც ამომრჩეველზე ვთქვა. უღონობას ვასხივებთ, უნდა ვიცოდეთ, მარტო პოლიტიკოსები - არა. გუშინ რომ 60 ადამიანი ვიდექით პარლამენტის წინ 9 აპრილთან დაკავშირებით 04:00 საათზე, წვიმის გამო რომ არ მოხვალ. პოლიტპატიმრების მშობლები რომ გთხოვენ, მიხვიდე, ტელევიზიით მოგიწოდებენ, ვისაც შვილები ციხეში ჰყავს. უმჯობესი იქნებოდა, რომ ბევრნი ვყოფილიყავით“, - განაცხადა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი