ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 11 აპრილი 2026, 19:35
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ჰორმუზის სრუტის განაღმვის პროცესი, ხოლო ირანის ყველა ნაღმგამშვები საშუალება განადგურებულია.

 „ჩვენ ვიწყებთ ორმუზის სრუტის განაღმვის პროცესს“, - წერს ტრამპი.

მისივე განცხადებით: 

„მათი ფლოტი განადგურებულია, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, საჰაერო თავდაცვის სისტემა აღარ არსებობს, რადარები არ მუშაობს, მათი სარაკეტო და დრონების ქარხნები პრაქტიკულად განადგურებულია თავად რაკეტებთან და დრონებთან ერთად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი მრავალწლიანი „ლიდერები“ ჩვენთან აღარ არიან, დიდება ალლაჰს!“ - აღნიშნულია მის პოსტში.

ტრამპმა ასევე განაცხადა:

„ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც მომსახურებას მსოფლიოს ქვეყნებისათვის, მათ შორის, ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და სხვებისთვის. გასაოცარია, მაგრამ მათ არ აქვთ არც გამბედაობა და არც ნება, რომ ეს საქმე თავად გააკეთონ“.

სამხედრო მოძრაობა სრუტეში

მანამდე, შაბათს, Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა უკვე გაიარა ორმუზის სრუტე.

მისი თქმით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ეს ნაბიჯი ირანთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ეს არის პირველი შემთხვევა ომის დაწყების შემდეგ, როცა ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს“, - აღნიშნა რავიდმა.

პარალელურად - მოლაპარაკებები

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო ისლამაბადში, შუამავლების მონაწილეობით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი