მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 12 აპრილი 2026, 14:47

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი, დათრგუნა და განაქარვა ის, როგორც ხორციელი, ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილიც.

„მან ყველაფერი განამზადა ჩვენი სულის ცხონებისთვის. ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის. ეს არის უკვე ჩვენი შრომისა და გარჯის საქმე.

უფალი ყველას მოუწოდებს, მან მთავარი რამ გააკეთა: გაგვიხსნა ბჭენი სასუფევლისანი, მოგვიწოდებს ყველას და ამბობს: „ვისაც სურს ცხოვრებაში შესვლა, დაიცავით მცნებები“ (მთ. 19, 17).

აი, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზრუნავი, რომ დავიცვათ მცნებები, რათა ჩვენი აღდგომა მოხდეს ჩვენი სულების გადასარჩენად.

ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“ - განაცხადა მეუფემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული
პიტერ მაგიარმა უნგრელებს არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა - „დღეს ღამით დასრულდება კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ“
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა
ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 3 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
არქივი