57
12 აპრილი 2026, 18:57
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა უნგრელებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს უნგრეთის ისტორია იწერება.
„დღეს ღამით დასრულდება ის კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ“, – აღნიშნა მაგიარმა ვიდეომიმართვისას.
პარტია „ტისას“ ლიდერის თქმით, ბევრი უნგრელი დღეს „სისტემის შესაცვლელად და ისტორიის დასაწერად“ იბრძვის.
პიტერ მაგიარმა მოქალაქეებს სთხოვა, ყველას შეახსენონ, რომ ეს „გადამწყვეტი არჩევნებია“, რადგან, მისივე თქმით, „დიდი ხნის განმავლობაში ასეთი შანსი აღარ იქნება“
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |