ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 12 აპრილი 2026, 19:00

უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმება ხვალ შეუძლებელია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ დღევანდელ დღეს ვერ გამოიყენებენ, ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

„თუ მას ვერ გამოვიყენებთ, ომის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, უნგრული ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგებიან. დღეს ჩვენ უნდა დავიცვათ უნგრეთი! დღეს ვერც ერთი პატრიოტი ვერ დარჩება სახლში! მხოლოდ ფიდესი! წინ, გამარჯვებისკენ!“- წერს ორბანი.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 66.01 % იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
პიტერ მაგიარმა უნგრელებს არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა - „დღეს ღამით დასრულდება კოშმარი, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობთ“
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა
ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 3 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
არქივი