ანტონიო კოშტა - მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მადიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 13 აპრილი 2026, 01:03

რეკორდული აქტივობა უნგრელი ხალხის დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს, მათ საკუთარი აზრი გამოხატეს და მათი ნება ნათელია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მადიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“, - აცხადებს კოშტა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ მადიარი - ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა - ჩვენ პარლამენტში უმრავლესობა გვექნება!
ჯორჯია მელონი - გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს, მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.
მედია - პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს
არქივი