7
13 აპრილი 2026, 01:11
უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ „ტისა“, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტის 199 ადგილიდან ორ მესამედზე მეტს გააკონტროლებს, რაც მას უნგრეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილებას მისცემს. CNN ასევე აღნიშნავს, რომ უნგრეთსა და ევროპაში ბევრი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას გააუქმებს.
ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |