8
13 აპრილი 2026, 01:47
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმათა 96.37 პროცენტი.
წინასწარი შედეგებით, პიტერ მაგიარის პარტია ორ მესამედზე მეტს გააკონტროლებს და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა. ასეთ შემთხვევაში „ტისას“ უნგრეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ექნება.
რაც შეეხება უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“, ის პარლამენტში 55 ადგილს მოიპოვებს.
ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში ექვს მანდატს მიიღებს პარტია „ჩვენი ქვეყანა“, ხოლო სხვა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |