პიტერ მადიარი - ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა - ჩვენ პარლამენტში უმრავლესობა გვექნება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 13 აპრილი 2026, 01:53

ერთად ჩავანაცვლეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, როდესაც გამარჯვების მიტინგზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულე უნგრელებო, ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა არჩევნები მოიგეს. არა მცირე, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ. ამის მიღწევა თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში არასდროს ამდენ ადამიანს არ მიუცია ხმა არჩევნებში და „არცერთ სხვა პარტიას არასდროს მიუღია ასეთი დიდი მანდატი“.

მადიარის მტკიცებით, მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

„ჩვენ პარლამენტში ორი მესამედი უმრავლესობა გვექნება“, - აღნიშნა მადიარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს, მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო.
მედია - პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს
ანტონიო კოშტა - მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მადიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ
არქივი