შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 14 აპრილი 2026, 15:21

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას ეხმაურებიან.

როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ადამიანი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ხელისუფლებაში მოსვლა რომ გინდა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც კანონით გევალება. კანონით კი გევალება, რომ პატივი უნდა სცე განსხვავებულ ადამიანებს, აქედანვე, ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და აკნინებს ჩემი შვილის მდგომარეობას და ყველანაირ ზღვარს სცილდება. მე ასეთ პოლიტიკოსს არასდროს მივცემ ხმას და არასდროს მექნება სურვილი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ასეთი ადამიანი, რომელიც განსხვავებული ადამიანების მდგომარეობას იყენებს ვიღაცის დასაკნინებლად. მე არც მინახავს ეს განცხადება, წამშალა თავის დროზე მეგობრებიდან ნიკა გვარამიამ და ამიტომ მის პოსტებს აღარ მიგდებს. ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე. არ ვიცი, სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს. ნიკა გვარამიას ვაჩვენებ, ჩემი შვილი ყოველდღიურად რა გზას გადის, როგორი ცხოვრება აქვს და თუ მოუნდება მერე, რომ მისი მდგომარეობა ვიღაცის დასაკნინებლად გამოიყენოს, შემომხედოს თვალებში და მითხრას ეს ყველაფერი, რომ, კი, გამოვიყენებ. მაინტერესებს კიდე, ნიკა გვარამიას, ან სხვებს თუ უფიქრიათ, ჩვენ, მშობლები, რას განვიცდით, როცა ჩვენი შვილების მდგომარეობას ასე იყენებენ? ჩაიხედოს ჩვენს გულებში და ნახოს, ყოველ ასეთ ნათქვამზე როგორ იფლითება ჩვენი გული“, - განაცხადა მარი კორკოტაძემ.

„ეს ვინ თქვა, ვინ გაბედა ამის თქმა? როგორც შშმ პირების უფლებადამცველი და შშმ პირის დედა, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, მივიჩნევ რომ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, აბსოლუტურად ყველამ დედამიწის ზურგზე, თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნავს აუტისტური სპექტრის ბავშვის მშობელი, უფლებადამცველი მარიამ დალაქიშვილი.

„ეს არის ის სტიგმა და საშინელი ეპითეტით მოხსენიება ადამიანის, რომელიც დედამიწის ზურგზე არ უნდა გააკეთოს არავინ. აუტისტი, დაუნი და ასე შემდეგ. მინიმუმ, თუ ამდენის შეგნება არ აქვთ ამ ადამიანებს, რომ მსგავსად არ ისაუბრონ, სხვას მაინც დაეკითხონ, როგორ იქნება კორექტულად რომ ვისაუბროთ და მით უმეტეს, არ გამოვიყენოთ ასეთი ეპითეტები აუტისტური სპექტრის მქონე და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის შეურაცხმყოფელი, რაც მან გააკეთა, არა მარტო ამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს კონკრეტული დიაგნოზი აქვს, არამედ მათი მშობლებისთვის. ჩვენ ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება როგორც მშობლები, ასევე, უფლებადამცველები. ამდენი შეგნება გვარამიას კი არა ყველას უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში, რომ მსგავსად არ ისაუბროს. ეს შეგნება რომ ჰქონდეს, მინიმუმ, ემოციური ინტელექტი უნდა მოგყვებოდეს“, - აღნიშნა მარიამ დალაქიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით
ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია
სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
არქივი