უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეული დათმობაა საჭირო.
ზელენსკი მოელის, რომ უნგრეთი მოხსნის ვეტოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ კიევის საომარი ძალისხმევის დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.
ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ აპრილის ბოლოს ნავთობსადენში ნავთობის დინება აღდგება.
„ჩვენ დავდეთ პირობა, რომ [ნავთობსადენი „დრუჟბა“] აპრილის ბოლომდე შეკეთდება. არა სრულად, თუმცა საკმარისად იმისთვის, რომ მან ფუნქციონირება შეძლოს“, - განაცხადა ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ვალდებულებებს, განსაკუთრებით უნგრეთისას, რომელმაც დაბლოკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარკვეული გადაწყვეტილებები“, - დასძინა მან სესხთან დაკავშირებით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |