მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 14 აპრილი 2026, 22:47

კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებაში უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენთან თავშესაფარი მიიღეს“, – განაცხადა კანცლერმა.

მან ასევე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მამაკაცების ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვას ეხება.

„და ჩვენ გვსურს ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლის შეზღუდვის თაობაზე. ეს აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და შენარჩუნდეს უკრაინული საზოგადოების ერთიანობა. ასევე იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უკრაინის რეალური აღდგენა. და ჩვენ ვხედავთ ამაში ხელშესახებ პროგრესს ორივე მხარის ინტერესებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება
არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება
არქივი