მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.
„საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს - როგორც იტყვიან. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომელიც სწორედ დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] დადებითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ასეთი იყო ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი. მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |